პროტესტის 85-ე დღე - რა ხდება რუსთაველის გამზირზე
საყოველთაო პროტესტის 85-ე დღე - დღეს სინდისის პატიმრის მათე დევიძის დღეა. რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის წინ სხვა უამრავ მოქალაქეებთან ერთად დადგებიან რეჟიმის 21 წლის პატიმრის ოჯახის წევრები და მეგობრები.
გუშინ სასამართლო იყო, მათეს ტყუილად ამყოფებენ ციხეში. ცრუ მოწმეები მოიყვანეს, კინაღამ გავგიჟდი ამხელა ქალი სასამართლოზე, ისეთი ტყუილები ილაპარაკეს", - ამბობს მათე დევიძის ბებია.
ბოლომდე ვიბრძოლებთ, ასე არ დაგტოვებთ არც თქვენ არც ქვეყანას, გვიყვარხართ, გევიმედებით, თქვენ ხართ ის ნათელი ვარსკვლავები, რომლებიც იმის ძალას გვაძლევთ, რომ დღეს აქ ვდგავართ", - განაცხადა მათე დევიძის დამ.
დღეს ხალხი ოლიგარქის კიდევ ერთხელ შეახსენებს, რა შედეგი გამოიღო მის მიერ რუსული მეთოდებით საქართველოს მოქალაქეების ტერორმა და რეპრესიებმა.
დღევანდელ აქციაზე ასევე შეაგროვებენ ხელმოწერებს, რომელიც გადაიგზავნება მოშიმშილე თემურ ქათამაძესთან შიმშილობის შეწყვეტის თხოვნით.
- პოლიციელი, რომლის ჩვენების გამოც 21 წლის მუსიკოსს ციხეში 7 წლიანი მუხლით უშვებენ, ვერ ამბობს, რა დაზიანებები მიაყენა მას ბრალდებულმა. გიორგი ესტატაშვილმა სასამართლოს ჩვენება მათე დევიძის წინააღმდეგ გუშინ მისცა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მოსამართლეს არწმუნებდა, რომ მას დროშის მოქნევის დროს სახე დაუზიანიდა, თუმცა რა დაზიანება მიიღო, ვერ გაიხსენა.