“ოლიგარქის ხარკის ქვითარი“ - ლაშა ფარულავა ერთ დღეში ორჯერ დააჯარიმეს
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა ერთ დღეში ორჯერ დააჯარიმეს.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, 5000 ლარიანი ჯარი8მები მისი მშობლების სახლში ჯერ დილას, შემდეგ კი საღამოს მიიტანეს.
“სულ სამი ცალი მოვაგროვე, ოლიგარქის ხარკის ქვითარი“, - წერს ფარულავა.
დღეს პოლიციამ ისევ მშობლების სახლში მოიტანა ორი 5000 ლარიანი ჯარიმა, ერთი დილით და მეორე საღამოს.
მართალია გუშინ აქციაზე არ ვიყავი, მაგრამ ჯარიმა მაინც მოვიდა.
სულ სამი ცალი მოვაგროვე, ოლიგარქის ხარკის ქვითარი.
ფინანსური და ფსიქოლოგიური ტერორის მიუხედავად ბრძოლა გრძელდება.
თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“, - წერს ფარულავა.