პროტესტის 85-ე დღე- პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
პროტესტის 85-ე დღე- პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “დანიშნეთ არჩევნები, არ გავჩერდებით”, “ცეცხლი ოლიგარქიას”.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.