შანსი არ არის, ჭკვიანი ადამიანი ისე იქცეოდეს, როგორც ბიძინა ივანიშვილი იქცევა - ბაჩი ვალიშვილი

20.02.25 23:50
შანსი არ არის, ჭკვიანი ადამიანი ისე იქცეოდეს, როგორც ბიძინა ივანიშვილი იქცევა - ბაჩი ვალიშვილი

 

 

“შანსი არ არის, ჭკვიანი ადამიანი ისე იქცეოდეს, როგორც ბიძინა ივანიშვილი იქცევა. პროტესტის გატეხვა არის აბსურდი“, - ამის შესახებ მსახიობმა ბაჩი ვალიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მსახიობი მიიჩნევს, რომ ამ ე.წ. ხელისუფლებას რეპრესიები რომ არ აემუშავებინა, ყველაფერი პირიქით წავიდოდა.

“ივანიშვილს  შანსი ჰქონდა, ეს პროტესტი ისე მიენელებინა, რომ თავის სასარგებლოდ შემოეტრიალებინა სიტუაცია“, - ამბობს ვალიშვილი.

თუ საჭიროება არ აქვს დიქტატორს, ის ყველა რესურსს არ იყენებს. ზოგადადაც, თუ შენ არ გჭირდება რაღაცის გადატეხვა, შენ რესურსებს ზოგავ, დე ფაქტო ხელისუფლება კი რესურსებს არ ზოგავს. ახლა რასაც ვუყურებთ არის დაჩქარებული გზით ყველა იმ ნაბიჯის გადადგმა, რომ ჩვენ რომ ვყოფილიყავით ჩუმად, ისე შეცვლიდნენ ამ ქვეყანას, როგორც ეს 12 წელი ცვლიდნენ.

ამათ რეპრესიები რომ არ აემუშავებინათ, ყველაფერი პირიქით წავიდოდა, რეალურად მას შანსი ჰქონდა, ეს პროტესტი ისე მიენელებინა, რომ თავის სასარგებლოდ შემოეტრიალებინა სიტუაცია, მაგრამ მაგას არ შვრება და ამას აქვს ორი მიზეზი. ერთი ის, რომ პროტესტის ეშინია და არ იცის ამის ბოლო სადაა, მეორე კი ისაა, რომ მითითებებს დამოუკიდებლად არ გასცემს, შესაძლოა მოდიოდეს რუსეთიდან. შანსი არ არის, ჭკვიანი ადამიანი ისე იქცეოდეს, როგორც ბიძინა ივანიშვილი იქცევა. პროტესტის გატეხვა არის აბსურდი.