უნდა გავიაზროთ, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც პირდაპირ მოდის და სპობს ადამიანებს - ნიკა ჩერქეზიშვილი

21.02.25 00:02
უნდა გავიაზროთ, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც პირდაპირ მოდის და სპობს ადამიანებს - ნიკა ჩერქეზიშვილი

ამ პროცესის მოსაგებად საჭიროა როგორც საზოგადოების, ასევე პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანება, აქ კითხვის ნიშანია არავის აქვს, - ამის შესახებ პოეტმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ნიჰილიზმის დრო არ არის, რადგან ქვეყანას მარტავს რეჟიმი, რომელიც “პირდაპირ მოდის და სპობს ადამიანებს.“

“ჩვენი ნებისმიერი ქმედება მიდის პირდაპირ იმ ადამიანზე და ივანიშვილს უპირსპირდება“, - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

უნდა გავიაზროთ, რომ ეს ე.წ. ხელისუფლებაც აღარ არის, ეს არის რეჟიმი, რომელიც პირდაპირ მოდის და სპობს ადამიანებს. ეს გასულია სამრთლებრივი ჩარჩოდან და დღეს ნებისმიერი აქტი არის გმირობა.

ბიძინა ივანიშვილის ქვევით ვინც არიან, აღარ არსებობენ, ჩვენი ნებისმიერი ქმედება მიდის პირდაპირ იმ ადამიანზე და ივანიშვილს უპირსპირდება. ყველაფერი მოშლილია.

გამოსავალი არის, რომ ყველამ ავკრიფოთ ჩვენი ძალისხმევა, ვიაროთ, ყოველდღიურ პროტესტს აქვს მნიშვნელობა, უნდა მივყვეთ ამას. მოწოდებების დრო დამთავრდა. ყველას გააზრებული აქვს, რომ თავის გასაკეთებელი უნდა გააკეთოს, რაღაც პატარა მონოლითები, 10-კაციანი და 20-კაციანი უნდა შეიქმნას. საჭიროა ლიდერი, ვინც ითავებს ამ ყველაფერს. ეს არის საერთო, ზეპარტიული ბრძოლა. 

დავანებოთ თავი ყველაფერს, ერთმანეთი გავაძლიეროთ და არ მივეცეთ ნიჰილიზმს, რადგან ერთადერთი, ვინც იძახის, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს არის ის, ვინც არ იბრძვის“, - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.