“პოლიციელი გმირია“ საფლავის ქვაზე წარწერა მგონია, რადგან ეს პროფესია დაასამარეს - ნანკა კალატოზიშვილი
ფრაზა-“პოლიციელი გმირია“ მგონია ხოლმე, რომ საფლავის ქვაზე წარწერაა, იმიტომ რომ ეს პროფესია დაასამარეს, - ამის შესახებ მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, გმირი პოლიციელები სახეს არ იფარავენ და სახლის ჩხრეკაზე შესულები ოჯახებს არ ქურდავენ.
“პოლიციელი აღარ არსებობს, აღარ არსებობს სასამართლო“, - თქვა კალატოზიშვილმა.
ფრაზა-“პოლიციელი გმირია“ მგონია ხოლმე, რომ საფლავის ქვაზე წარწერაა, იმიტომ რომ ეს პროფესია დაასამარეს. პოლიციელი, რომელიც გმირია, სახეს არ იფარავს, სახლში შესული ჩხრეკაზე არ ქურდავს. პოლიციელი აღარ არსებობს, აღარ არსებობს სასამართლო. რომ შეხედო, რეალურად რა აერთიანებს ამ “ოცნების“ წარმოამდგენლებს, ეს არის დანაშაული, იდეა კი არა. ამ დანაშაულის გარშემო ეთიანდებიან და ვეღარ იშლებიან. აერთიანებენ 23 წლის ბიჭებს, რომლებიც ცრუ ჩვენებებს იძლევიან და დანაშაულში რყვნიან, დანაშაულით არის ყველა დაჭერილი და გადაბმული“, - განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.