ექსპერტიზის სკანდალური დასკვნა, რომლითაც ნიკა კაციასთვის წაყენებული ბრალი ფაქტობრივად ბათილდება

21.02.25 11:12
ექსპერტიზის სკანდალური დასკვნა, რომლითაც ნიკა კაციასთვის წაყენებული ბრალი ფაქტობრივად ბათილდება

ექსპერტიზის სკანდალური დასკვნა - ცნობილი ხდება ალტერნატიული ექსპერტიზიის დასკვნა, რომლითაც ნიკა კაციასთვის წაყენებული ბრალი ფაქტობრივად ბათილდება.

დაპატიმრებულ მამაკაცს რეჟიმი ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავება, თუმცა ადვოკატების ხელშია დასკვნა, რომლითაც დადგინდა რომ ნივთმტკიცებად ამოღებულ კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებაზე კაციას თითის ანაბეჭდები საერთოდ არ აღმოჩნდა. ნარკოტიკების კვალი არ არის არც ორგანიზმში. 

ერთადერთი უწყება, რომელსაც უხვად მოეპოვება ასეთი ნივთიერება თავად ძალოვანი უწყებაა. ჩემთვის არ ყოფილა ახალი არაფერი, დადსტურდა ის, რასაც ამდენი ხანი მეგობრები და ოჯახი ვიცნობდით, არ აღმოჩნდა არაფერი, არც მის ორგანიზმში. რა თქმა უნდა, არ არსებობს კადრები, ამ ნივთიერების ამოღების. მე ვიძახი ხოლმე, რომ ამოღებულიც კი არ არის ეს ნივთიერება, უბრალოდ საქმეში გაჩნდა, სადაც პაკეტებზე დააწერეს, რომ აქ დევს 14 გრამი კოკაინი. ბოლო ლუკმა ამოვაცალეთ პროკურატურას, რისი იმედიც ჰქონდა. საქმის შეკერვაც არ შეუძლიათ, რაზე უნდა ვილაპარაკოთ“, - ამბობს ნიკა კაციას ძმა.

კაციას ადვოკატი ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ნიკა კაციას არ დაუდგინდა არც მოხმარების ფაქტი და არც მისი ანაბეჭდი აღმოჩნდა გადასაფუთ პაკეტზე.

დაცვის მხარეს დანიშნული ჰქონდა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა და ნარკოლოგიური შემოწმება თმის ღერიდან. დასკვნების მიხედვით დადგინდა, რომ ნიკა კაციას არ დაუდგინდა მოხმარების ფაქტი, ასევე ნარკოტიკული საშუალების გადასაფუთ პაკეტზე თითის კვალი არ ამოვიდა. დღეს ჩვენ წარვაგდნეთ სასამართლოსთან ამ მტკიცებულებებს და სასამართლო მის დასაშვებობაზე იმსჯელებს. საქმეში ის გარემოება იცვლება, რომ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ნიკოლოზ კაციას ინფორმაციული პაკეტის საფუძველზე არის დაკავებული და მისი პირადი ჩხრეკა ჩატარდა, ამ ინფორმაციულ პაკეტში ეწერა, რომ ის იყო აქტიური მოხმარებელი და ამ მიზნით შეიძინა და ინახავდა უკანონოდ ნარკოტიკულ საშუალებას. ეს დასკვნა ნიკოლოზ კაციას პოზიციას ამყარებს იმასთან დაკავშირებით, რომ მას როგორც მომხმარებელს,არაფერში სჭირდებოდა ეს ნარკოტიკული საშუალება და როგორც ის ამბობდა, მას ჩაუდეს ეს ნარკოტიკი , - განაცხადა ადვოკატმა.

ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას რეჟიმი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედავებიან.

ბრალი 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები