ჯარიმებს ახალი სერია - მოქალაქეებს იმ აქციებზე გზის გადაკეტვას ედავებიან, რომლებზეც არ ყოფილან
ჯარიმებს ახალი სერია - მოქალაქეებს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან იმ აქციებზეც, სადაც საერთოდ არ ყოფილან.
გომელაურის პოლიციიის თანამშრომლებს, მთელი ღამის განმავლობაში 5 ათას ლარიანი საჯარიმო ქვითრები ერთი მისამართიდან - მეორეზე მიჰქონდათ.
დააჯარიმეს პოლიტიკოსი ლაშა ფარულავა, თუმცა ირკვევა, რომ მას ფულადი სანქცია იმ აქციაზე დგომის გამო დააკისრეს, რომელზეც საერთოდ არ ყოფილა.
უკვე მეცხრე საჯარიმო ქვითარი ჩააბარესს ნიკა ნარსიას. დააჯარიმეს ხელოვანებიც.
მოქალაქეები ამ წუთებშიც წერენ სოციალურ ქსელებში, რომ პოლიცის თანამშრომლები საჯარიმო ქვითრებს აბარებენ.
მელოდებოდნენ სახლთან, შუაღამისას, 8 თვის ბავშვს სახლში ეძინა, მეუღლე გააღვიძეს, რომელმაც სახლში არ შეუშვა. მე აქციიდან ვბრუნდებოდი, გამაჩერეს და მეცხრე ჯარიმა ჩამახუტეს. პოლიციელი, რომელიც ვერ კითხულობდა, რომელი მუხლით მაჯარიმებდა, მე ვუკარნახე მუხლი. 45 ათას ლარს ჯარიმას, რომც მქონდეს, ბიძინა ივანიშვილს არ გადავუხდი. კიდევ უფრო წინ დავდგები აქციაზე. სოლიდარობა პოლიტპატიმრებს“, - განაცხადა ნიკა ნარსიამ.