ნიკა კაციას საქმე - ექპერტიზის დასკვნის წარდგენის შემდეგ, პროკურორმა საქმის გადადება მოითხოვა

21.02.25 11:40
ნიკა კაციას საქმე - ექპერტიზის დასკვნის წარდგენის შემდეგ, პროკურორმა საქმის გადადება მოითხოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულზე დაკავებული ჟურნალისტის ნიკუშა კაციას სასამართლო პროცესზე, დაცვის მხარემ მის მიერ დანიშნული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომლის თანახმად, კაციასთვის წაყენებული ბრალი ფაქტობრივად ბათილდება.

აღნიშნულის შემდეგ, პოზიციის დასაფიქსირებლად, პროკურორმა დრო მოითხოვა და დარბაზი უკანა კარიდან, ჩუმად დატოვა.

სხდომა 7 მარტს 11:00 საათზე ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.