ფურცლები მოვითხოვე და არ მომცეს, გარდა ამისა, დღესაც მაკეთებინეს ბუქნები-ნიკა კაციას სიტყვა სასამართლოზე

21.02.25 11:48
ფურცლები მოვითხოვე და არ მომცეს, გარდა ამისა, დღესაც მაკეთებინეს ბუქნები-ნიკა კაციას სიტყვა სასამართლოზე

ნარკოდანაშაულზე დაკავებულ ჟურნალისტის, ნიკუშა კაციას განცხადებით, მას საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები პროცესამდე “ბუქნებს“ აკეთებინებენ.

აღნიშნული განცხადება მან სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე გააკეთა.

“საბადრაგო სამსახური სარდაფში დაჯდომის საშუალებას არ მაძლევს, ფურცლები მოვითხოვე და არ მომცეს, გარდა ამისა, დღესაც მაკეთებინეს ბუქნები, ეს ყველა შემთხვევაში უნდა ვთქვა“, - განაცხადა კაციამ.

ვიდრე სხდომას დავიწყებთ, ბოდიშს გიხდით საბადრაგო სამსახური აქ იმყოფება, რომელიც არ მაძლევს სარდაფში დაჯდომის საშუალებას, ფურცელი მოვითხოვე და არ მომცეს, გარდა ამისა, დღესაც მაკეთებინეს ბუქნები, ეს ყველა შემთხვევაში უნდა ვთქვა და რატომღაც ძაან უცნაურად ემთხვევა, რომ სასამართლოში წამოსვლის წინ, არ მეძლევა საშუალება წამოვიღო არც ცარიელი ფურცელი და არც კალამი“, - განაცხადა კაციამ.

 

შეგახსენებთ, რომ კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.