დიდთოვლობამ აჭარასა და გურიაში პრობლემები შექმნა

უხვი ნალექის გამო, პრობლემებია აჭარასა და გურიაში. ორივე რეგიონში დიდთოვლობამ ბევრი პრობლემა შექმნა.
ამ დრომდე გაუწმენდავია გზების დიდი ნაწილი. გათიშულია ელექტროენერგია. შეფერხებულია ტრანსპორტოს მოძრაობა.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა ბათუმში.ადგილობრივების თქმით, მერიამ მხოლოდ ორი ქუჩა გაწმინდა და დანარჩენზე ტექნიკას საერთოდ არ გაუვლია.
ამ დრომდე მოძრაობა შეზღუდულია ოზურგეთის და ჩოხატაურის სოფლებთან.
ოზურგეთში, ჩოხატაურში და ლანჩხუთის სოფლების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ამ დრომდე არ მიეწოდება.
გათიშულია ინტერნეტი და შეწყვეტილია წყალმომარაგება.