თავისუფალი საზოგადოება აფინანსებს დემოკრატიას - პლატფორმა Freebusiness.ge-ზე დონაციის განყოფილება დაემატა

21.02.25 13:23
თავისუფალი საზოგადოება აფინანსებს დემოკრატიას - პლატფორმა Freebusiness.ge-ზე დონაციის განყოფილება დაემატა

თავისუფალი საზოგადოება აფინანსებს დემოკრატიას - თავისუფალი ბიზნესის პლატფორმას დონაციის ფუნქცია დაემატა. დღეიდან თითო ლარიც კი მნიშვნელოვანი იქნება. 

თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეგიძლიათ გააკეთოთ მინიმალური დონაცია და ერთი სივრციდან დააფინანსოთ ფონდები, ფინანსური კრიზისის ზღვარზე მყოფი კრიტიკული მედია და ყველა, ვინც უკანონო ჯარიმების სამიზნე გახდა.

როგორც თავისუფალი ბიზნესის პლატფორმის წარმომადგენელი ამბობს, მოქალაქეებს Freedonation.ge-ზე გადასვლის შემდეგ ერთგვარი კატალოგი დახვდებათ, სადაც გაწერილი იქნება ორგანიზაციების, ფონდებისა და მედიასაშუალებების მიზნები და პროექტები. კატალოგის დათვალიერების შემდეგ, კი თითოეულ ადამიანს შეეძლება თავად გადაწყვიტოს, ვის ჩაურიცხავს თანხას და რა ოდენობით.

ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ თავად დააფინანსოს თავისი დემოკრატია. ჩვენ აქამდე მოცემულობად გვქონდა მიღებული, რომ ყოველთვის იქნება ხალხი და ყოველთვის ექნებათ რესურსები, ვინც დემოკრატიისთვის იბრძოლებს, მაგრამ ეს ასე არ არის.

წევრებისგანაც იყო მოთხოვნა, რომ ახალი აქტივობა გვქონოდა. ყველაზე რაციონალურად ჩავთვალეთ, რომ ამ მოცემულობაში, ვინც დემოკრატიის მხარეს მუშაობს, აქვს ფინანსური პრობლემები. იქნება ეს მედიები, ონლაინ მედიები, ფონდები. ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენ ქვეყანაში დემოკრატია არის მნიშვნელოვანი.

როგორც მოქალაქე თქვენ თავად ირჩევთ ვის აფინანსებთ. კატალოგივით გექნებათ ყველა იმ ორგანიზაციის მიზნების, პროექტების შესახებ ინფორმაცია და თქვენ ინდივიდუალურად შეძლებთ გადაწყვიტოთ, ვის ჩაურიცხავთ თანხას და რა ხანგრძლივობით", - განაცხადა თავისუფალი ბიზნესის პლატფორმის წარმომადგენელმა.