უილსონი: მადლობელი ვარ, რომ ამერიკის დელეგაცია პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეხვდა - თავისუფალი არჩევნები ერთადერთი გზაა

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი მადლიერებას გამოხატავს, რომ გასულ კვირას, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, ამერიკის დელეგაცია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს შეხვდა.
რესპუბლიკელი კონგრესმენი პლატფორმა X-ზე წერს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია.
მადლობელი ვარ, რომ ამერიკის დელეგაცია საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა გასულ კვირას. მამაცი ქართველების უწყვეტი პროტესტის 85-ე დღეა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გზაა! გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები და რეჟიმის ტყვეები." - წერს ჯო უილსონი.
ცნობისთვის, 14-16 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ 60 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, 150 მინისტრი და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. 2025 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობა არ მიუღია "ქართული ოცნების" მთავრობას. სახელმწიფო ლიდერებთან და დელეგაციებთან შეხვედრებს საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მართავდა.