ჩემზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ვერ მოახდენენ - ალექსი პეტრიაშვილი
ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის თქმით, რომელსაც პოლიცია პროტესტის დროს გზის გადაკეტვას ედავება, 2 დღეა, პოლიცია საჯარიმო ქვითარს ხან მშობლების, ხან კი შვილიშვილების მისამართზე დაატარებს.
პეტრიაშვილის თქმით, ეს ყველაფერი ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას ემსახურება.
“ჩემზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ვერ მოახდენენ“,- ამბობს ის.
რამდენიმე საათის გამოყვანილი მყავდა მამაჩემი, უმძიმესი ოპერაციის შემდეგ, საავადმყოფოდან და დარწმუნებული ვარ, რომ მათ ეს ძალიან კარგად იცოდნენ. იქ იურიდიულად დაფიქსირებული მისამართი მაინც იყო, მაგრამ დღეს მიადგნენ ჩემს შვილიშვილებს 1-3 წლის ბავშვებს, ცხადია, მათი მშობლები სახლში იყვნენ. იქ არავითარი იურიდული შეხება არ მქონია. ამ ოქმის ამ გადასაცემად მივიდა 6 თანამშრომელი კრიმინალური პოლიციის და სართულებზე იყვნენ განლაგებულნი, არ ვიცი ჩემი კიტასი ასე რატომ ეშინიათ. ბრახუნით, დილის 9 საათზე მიადგნენ. როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ სადაც ჩემი ოჯახის წევრები ცხოვრობენ, მივლენ და ამ ქმედებით ჩემზე, ან საზოგადოებაზე ზემოქმედებას მოახდენენ.
ჩემზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ვერ მოახდენენ, ვერც მამების და შვილების მარშის შემდეგ დაჯარიმებით მოახერხეს და ვერც ამ შემთხვევაში მოახერხებენ“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.