“მორიგი 5000₾არიანი "პივის ჩეკი" მომივიდა“ - გიგი უგულავა ისევ დააჯარიმეს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა ისევ დააჯარიმეს, - ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამჯერად 21 იანვარს გზის გადაკეტვას ედავებიან.
“არც გადახდას ვაპირებ და არც სასამართლო პროცესზე მისვლას“, - წერს პოლიტიკოსი.
მორიგი 5000₾არიანი "პივის ჩეკი" მომივიდა. ამჯერადაც რუსთაველის გადაკეტვაა, ოღონდ უკვე 21 იანვარი.
არც გადახდას ვაპირებ და არც სასამართლო პროცესზე მისვლას. არც მე და არც ადვოკატი. თავში ქვა უხლიათ!
ქოცი უკვე ეპიდემიაა და მათთან ერთ შენობაში ან ოთახში მოხვედრაც კი სახიფათოა ჯანმრთელობისა და ფსიქიკისთვის
ცეცხლი ჭამოს ოლიგარქიამ, - წერს უგულავა.