თუ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება, მტკიცებულებების უკმარისობას გამოიწვევს- ნიკა კაციას ადვოკატი

21.02.25 14:23
თუ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება, მტკიცებულებების უკმარისობას გამოიწვევს- ნიკა კაციას ადვოკატი

ალტერნატიული  ექსპერტიზის დასკვნამ ნიკა კაციას საქმე  რეჟიმს ფაქტრობივად ჩამოუნგრია-სინდისის პატიმრის სასამართლო პროცესი გადაიდო.

გაბიტაშვილის უწყების პროკურორმა ერთი ფურცლის შესასწავლად დამატებითი დრო მოითხოვა და სხდომათა დარბაზი სხვა გასასვლელით დატოვა.

პროკურატურა ახლა დიდ საგონებელშია, რადგან ექსპერტიზამ დადგინდა, რომ ნარკოტიკების კვალი არც კაციას ორგანიზმშია და არც მისი ანაბეჭდია ნივთმტკიცებად ამოღებულ მასალებზე.

ადვოკატებს და ოჯახის წევრებს არ აქვთ მოლოდინი, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ჩანიშნა საგამოძიებო უწყებამ, იქნება იდენტური  და ვარაუდობენ, რომ კაციას ბრალეულობის დასამტკიცებლად, მათ დასკვნის გაყალბება მოუწევთ.

დღეს დავაყენეთ შუამდგომლობა და წარვადგინეთ ექსპერტიზის დასკვნა, ბრალდების მხარეს წარვუდგინეთ გასაცნობად, შესაბამისად, პროკურორი არ იცნობდა აღნიშნულ დასკვნებში მოცემულ ინფორმაციას, მან მოითხოვა დროს ამისთვის, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, თუ გამოძიების მიერ დანიშნულმა ექსპერტიზამაც დაადასტურა, რომ ნიკა კაციას დეენემის ნიმუში ნივთმტკიცებაზე არ აღმოჩნდა, მაშინ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის გზაღა რჩება.

მათი პოზიცია გამომძიებლების ჩვენებაზეა დამყარებული, შემდეგ კი ამ დეენემის არსებობაზე. მოვითხოვე ამ სასამართლოზე მოწმე ლევან იაშაღაშვილის დაკითხვაც, ტაქსის მძღოლის, რომელიც ადასტურებს, რომ ადგილზე ბევრად მეტი პოლციელი იყო და არა სამი, როგორც ოქმებშია აღნიშნული. 

თუ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება, დარჩება მხოლოდ პოლიციელები, რაც საბოლოო ჯამში მტკიცებულებების უკმარისობას გამოიწვევს“, - ამბობს ადვოკატი.