დაჯარიმებულ მოქალაქეთა რიცხვი კატასტროფულად იზრდება- სანდრო ცხადაძე 5 ათასი ლარით დააჯარიმეს

21.02.25 15:11
დაჯარიმებულ მოქალაქეთა რიცხვი კატასტროფულად იზრდება- სანდრო ცხადაძე 5 ათასი ლარით დააჯარიმეს

 

 

ივანიშვილის რეჟიმის მიერ არასრულ ორ საათში დაჯარიმებულ მოქალაქეთა რიცხვი კატასტროფულად იცვლება.

გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო, ერთ დღეში ორი საჯარიმო ქვითარი ჩააბარეს პრეზიდენტის ძმას. ოთარ ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ეს მისი დაშინების მცდელობაა და დღეს საღამოსაც რუსთაველზე აპირებს დგომას.

უფრო კომიკური აღმოჩნდა სინდისის პატიმარი, ონისე ცხადაძისს ძმის შემთხვევა.  გლდანის ციხისკენ მიმავალ გზაზე, ახლაგაზრდა მამაკაცი პატრულმა გააჩერა, რატომ ეს თავადაც არ იცოდნენ, საბოლოოდ კი, მასაც ჯარიმის ქვითარი გადასცეს.

გამაჩერეს გლდანის ხიდებთან, შემდეგ გაქრნენ, 10 წუთი რომ გავიდა, გადავედი და ვიკითხე, რა ხდება მეთქი, ვარკვევთო. ისევ ვკითხე გადაცემულია რამე ჩემზე თქო? და დიახო. კიდევ კარგა ხანს გაგრძელდა, 20 წუთი ვიდექით, არკვევდნენ, ერთი პატრულ ინსპექტორი მანქანაში იჯდა და ტელეფონზე ლაპარაკობდა. მე ისევ ჩავჯექი მანქანაში და საბოლოოდ გაარკვია იმანაც, რომ უნდა დამაჯარიმონ 14 თებერვალს გზის გადაკეტვისთვის, 5 ათას ლარიანი ჩეკი გამომიწერეს.

ტერორია, მე აღარ შემიძლია, გული მისკდება, არ ვიცი, როგორ გავაგრძელო ცხოვრება“, - ამბობს სანდრო ცხადაძე.