გელა ხასაია დღეს 5 ათასი ლარით ორჯერ დააჯარიმეს - პარალელურად, პროცესი იმართება სასამართლოში
საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, გელა ხასაიას პროცესი მიმდინარეობს. მას ბრალდება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. საქმე 2024 წლის 4 დეკემბერს გავიარებულ მოვლენებს ეხება, როდესაც რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისში ე.წ. სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ბრალდება ამტკიცებს, რომ ხასაია პოლიციელებს ნიკა გვარამიას დაკავებაში უშლიდა ხელს.
აღსანიშნავია, რომ დღეს დილით ხასაიას 5 ათას ლარიანი ჯარიმის ოქმი სახლში მიუტანეს, ხოლო მეორე 5 ათას ლარიანი ჯარიმა უკვე სასამართლოში ყოფნისას დააწიეს.
აქტივისტი მიიჩნევს, რომ ე. წ. ხელისუფლება ახლა მათ დაშინებას ცდილობს, თუმცა ამბობს, რომ როგორიც არ უნდა იყოს სასამართლოს გადაწყვეტილება, მისთვის ამ ბრძოლაში არაფერი შეიცვლება.
დღევანდელი ჩემი პროცესი არის ჩხრეკებზე, როცა ოფისში მოგვადგნენ სრულიად უკანონოდ. მე დამიჭირეს იმისთვის, რომ ფეისბუქ ლაივში ვიყავი და ვაშუქებდი ყველაფერს და საერთოდ ვერ გავიგე დაჭერის მოტივი, თუმცა შემდეგ, რა თქმა უნდა, თავიანთი გამოგონილი ტყუილებით მოწმე პოლიციელები მაბრალებენ, რომ თითქოს კორდონს ვარღვევედი და ათასი სისულელე. ამის გაგრძელებაა დღეს, თუმცა ეს არ იკმარეს, დილით მომადგნენ 5 ათასი ლარის ჯარიმით და ახლა, 5 წუთის წინ აქვე მომცეს მეორე 5 ათას ლარიანი ჯარიმა. არაფერს კარგს მათგან არ ველი. ჩემს ბრძოლაში ეს არაფერს ცვლის, - ამბობს გელა ხასაია.