ნადიმ ხმალაძე მოსამართლემ 5 ათასი ლარით დააჯარიმა - ქართველი მებრძოლისთვის ეს რიგით მე-6 ჯარიმაა
ქართველი მებრძოლი ნადიმ ხმალაძე 5 ათასი ლარით მეექვსედ დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ქართველ მებრძოლს 5, და 9 იანვარს აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.
ხმალაძე ფაქტს "ოცნების" რეპრსიული პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს.
ახალი წესით ჩამაბარეს ორი ჯარიმა ერთ დღეს, ერთი საათის შუალედით. სამი სასამართლო პროცესი მაქვს, ერთი გადაიდო, 17 ში იყო და დღეს პირველად ვარ მოსული ამ ჯარიმებზე. მთლიანობაში, სულ 5-ია. გზის გადაკეტავს მედავებიან რუსთაველზე 4-5 ათას კაცში ნადიმ ხმალაძეს გადაუკეტია 5-ჯერ გზა. ამ აქციების ორგანიზატორი, ვარკვიეთ, ვარკვიეთ და თურმე ყოფილა ირაკლი კობახიძე, ერთი სიტყვა თქვა და ყველაფერი დაიწყო აქედან. რომ არ ეთქვა, ხომ არ იქნებოდა ეს ყველაფერი და არც მე დამაჯარიმებდნენ 5-ჯერ 5 ათასი ლარით. ძალიან ბევრი ხალხი ვიყავით იმ დღეს. მტხოვა, რომ თქვენ ხალხი გიცნობთ და ერთი 5 წუთი დრო მოგვეცით და მერე ჩვენ თვითონ გაგიხსნით გზასო. ხაფანგი მომიწყვეს. ეს არის ფინანსური ტერორი - თქვა ნადიმ ხმალძემ პროცესის დაწყებამდე.
პროცესზე დაცვის მხარემ ორი შუამდგომლობა დააყენა. ერთი სამივე საქმის ერთ პროცესში გაერთიანებას ეხებოდა, რომელიც მოსამართლემ დააკმაყოფილა. რაც შეეხება მეორე შუამდგომლობას, ის პროცესის გადადებას ეხებოდა, რომელიც არ დაკმაყოფილდა.
ნადიმ ხმალაძის ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდების მიერ წარდგენილი ვიდემტკიცებულებები მის ბრალეულობას ვერ ადასტურებს.
ბავშობაში ალბათ ყევლას უტამაშია სახლობანა, აქ სასამართლეობანას თამაშობენ. 5 ათასი ლარით მოხდა დაჯარიმება ნადიმ ხმალაძის. სამ ეპიზოდ ედავებოდნენ მას, ეს იყო 5, 6 და 9 იანვრის ფაქტი. ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ ეს სამივე საქმე გაერთიანებულიყო ერთ წარმოებად, სასამართლომ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სრულიად უკანონოდ დააჯარიმეს, არანაირი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ იყო, - ამბობს ადვოკატი.