იურისტები აცხადებენ, რომ გზის გადაკეტვის გამო, შსს-ს მიერ გამოწერილი ჯარიმები უკანონოა

21.02.25 15:36
იურისტები აცხადებენ, რომ გზის გადაკეტვის გამო, შსს-ს მიერ გამოწერილი ჯარიმები უკანონოა

იურისტები და არასამთავორობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები აცხადებენ, რომ შსს-ს მიერ გამოწერილი ჯარიმები, გზის გადაკეტვის გამო, არის უკანონო და მათი თქმით, ამ ჯარიმების გამოწერა სამინისტროს წარმომადგენლებს ადგილზეც შეუძლიათ.

ირაკლი აბესაძის თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით, შშს ვალდებულია, საქმის განხილვას დაასწროს სავარაუდო სამართალდამრღვევი,  ყოველმხრივ გამოიკვლიოს საქმე და მხოლოდ ამის შემდეგ გამოსცეს დადგენილება დაჯარიმების შესახებ.

“ამ პროცედურის დარღვევით გამოცემული ქვითრები ნიშნავს კანონის უხეშ დარღვევას“, - ამბობს აბესაძე.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით შშს ვალდებულია, საქმის განხილვას დაასწროს სავარაუდო სამართალდამრღვევი. მისცეს მას საშუალება ახსნა-განმარტების მიცემის და მტკიცებულებების წარდგენის, მათ შორის ადვოკატის ყოლის. ყოველმხრივ გამოიკვლიოს საქმე და მხოლოდ ამის შემდეგ გამოსცეს დადგენილება დაჯარიმების შესახებ.

ამ პროცედურის დარღვევით გამოცემული ქვითრები ნიშნავს კანონის უხეშ დარღვევას და მორიგ ჯერზე ხაზის გასმას, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ რეპრესიებს და არა სამართლებრივ პროცესს.

არის 2 ვარიანტი- ან შსს ადგენს ყალბ ოქმებს, რომ დაიბარა სამართალდამრღვევი და ის არ გამოცხადდა, რაც დანაშაულია, ან ის კანონს არღვევს უხეშად და ასე გამოწერილი ჯარიმაც, თავისთავად დანაშაულებრივი ქმედებაა კონკრეტული პოლიციელების მხირდან“, -ამბობს ირაკლი აბესაძე.

ივანიშვილის რეჟიმის მიერ არასრულ ორ საათში დაჯარიმებულ მოქალაქეთა რიცხვი კატასტროფულად იცვლება.

გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო, ერთ დღეში ორი საჯარიმო ქვითარი ჩააბარეს პრეზიდენტის ძმას. ოთარ ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ეს მისი დაშინების მცდელობაა და დღეს საღამოსაც რუსთაველზე აპირებს დგომას.

უფრო კომიკური აღმოჩნდა სინდისის პატიმარი, ონისე ცხადაძისს ძმის შემთხვევა.  გლდანის ციხისკენ მიმავალ გზაზე, ახლაგაზრდა მამაკაცი პატრულმა გააჩერა, რატომ ეს თავადაც არ იცოდნენ, საბოლოოდ კი, მასაც ჯარიმის ქვითარი გადასცეს.