9 ჭრილობა მხრებზე და ხელებზე, 19 გულ-მკერდსა და ფილტვში - კესარია აბრამიძის საქმეზე ექსპერტი გამოიკითხა
9 ჭრილობა მხრებზე და ხელებზე, 19 გულ-მკერდსა და ფილტვში - კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტი დაიკითხა. საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში ექსპერტმა იმ დაზიანებების ხარისხი აღწერა, რომელიც ტრანსგენდერ ქალს სიცოცხლეში მიაყენეს.
ექსპეტის დღევანდელი ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კესარია აბრამიძე სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა., გარდაცვალების მიზეზი კი დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა გახდა.
ეს იყო მძიმე ხარისხის დაზიანებები, რომლებიც პირდაპირ იწვევდა სიკვდილს. სხვ ჭრილობებმაც მიიღო მონაწილეობა და საერთო ჯამში, სისხლნაკლებობაა სიკვდილის მიზეზი, - თქვა ექსპერტემა პროცესზე.
გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულს დაცვის მხარე სადავოს ხდის. მათი მტკიცებით, ბექა ჯაიანის მვკლელობა გენდერული ნიშნით არ ჩაუდენია და სწორედ ეს არის მოტივი იმის, რომ ისინი ბრალდების მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს სადავოს არარ ხდიან.
დღევანდელ პროცესს თავად ბრალდებული, ბექა ჯაიანი არ ესწრებოდა. მომდევნო სასამართლო სხდომა 13 მარტს გაიმართება, რომელზეც უკვე ბალდებული სიტყვით მიმართავს.