პრეზიდენტთან ვისაუბრეთ სისტემურ რეპრესიებზე - ნინო ლომჯარია
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა - აუდიენციის შემდეგ, ყოფილმა სახალხო დამცველმა მედიასთან კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, თუ რაზე იმსჯელეს მხარეებმა დახურულ კარს მიღმა.
ნინო ლომჯარიას განცხადებით სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ოფისში ის სისტემური რეპრესიები განიხილეს, რომელსაც რეჟიმი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ახორციელებს.
ვისაუბრეთ ადამიანის უფლებების სისტემურ პრობლემებზე, რასაც ვაწყდებით, რა გამოწვევებიც არის. როგორ შეიძლება სისტემურ რეპრესიებს გაუმკლავდეს სამოქალაქო საზოგადოება. გავცვალეთ ინფორმაციები და ვისაუბრეთ მომავალ აქციებზეც. მათ შორის, 25 თებერვალს დაგეგმილ მასშტაბურ აქციაზე და გაფიცვაზე". - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ცნობისთვის, დღეს, 21 თებერვალს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საკუთარ სამუშაო ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
მესამე სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი აუდიენციას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც გამართავს.