"პრეზიდენტთან განვიხილეთ მიუნხენში ვიზიტი და იქ განხორციელებული შეხვედრები" - ნინო დოლიძე
"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან გამართულ აუდიენციაზე სალომე ზურაბიშვილმა მესამე სექტორს ინფორმაცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ მიაწოდა.
ნინო დოლიძის ცნობითვე, დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე მსჯელობის მეორე საგანი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული რეჟიმის რეპრესიები იყო.
ერთ-ერთი თემა იყო მიუნხენში ვიზიტი და იქ განხორციელებული შეხვედრები, შეხვედრების დროს მიღწეული გადაწყვეტილებები, შეთანხმებები. მეორე თემა იყო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. რა უნდა იყოს მომავლის გეგმები, მიმდინარე დაკავებები და დაჯარიმებები ადამიანების, რაც ძალიან დიდი ფინანსური ტვირთია მოქალაქეებისთვის". - განაცხადა ნინო დოლიძემ.
ცნობისთვის, დღეს, 21 თებერვალს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საკუთარ სამუშაო ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
მესამე სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი აუდიენციას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც გამართავს.