18 მილიონი მხოლოდ იანვარში - რეჟიმი ბიუჯეტს უკანონოდ დაკავებული ხალხის ჯარიმებით ავსებს
ტვ პირველის შაბათის გუნდის ოპერატორი გიორგი მოსიაშვილი 5 ათასი ლარით დააჯარიმეს იმის გამო, რომ ორშაბათს საპროტესტო აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და აქციას აშუქებდა. პროტესტი უკვე 86 დღეა ტვ პირველის პირდაპირ ეთერშია, როგორც ჩანს, ვახო გომელაურმა ამ გზით გადაყვიტა, რომ ოპერატორები დააშინოს და აქციის გადასაღებად არავინ მივიდეს.
"პირველებმა" დაადგინა, რომ ტვ პირველის ოპერატორის დაჯარიმების ოქმი ისანი-სამგორის მეხუთე სამმართველოს თანამშრომელმა, ზვიად ამაზაშვილმა გამოწერა. თავდაპირეველად მასთან ტელეფონით დავურეკეთ. როგორც კი გაიგო, რომ უკანონო დაჯარიმების შესახებ მედია კითხვების დასასმელად მის სამსახურში მივიდოდა, დაიმალა.
ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ჩოქურია, რომელმაც სახელი კასპში მუშაობის დროს ჟურნალისტების ცემით გაითქვა, ამის შემდეგ იყო პოლიციის განყოფილებაში ნიკა მელიაზე თავდახმა. როგორც ჩანს, მედიის დაშინება გომელაურმა ცემაში გაწაფულ პოლიციელს ჩააბარა.
კიდევ ვინ დააჯარიმეს დღეს ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.