შეკერილი საქმე პროკურატურას ჩამოენგრა - ნიკა კაციას ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდა

21.02.25 20:16
შეკერილი საქმე პროკურატურას ჩამოენგრა - ნიკა კაციას ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდა

დაკავებული ჟურნალისტის საქმე საგამოძიებო უწყებას თავდაყირა დაუდგა. ალტერნატიული ექსპერტიზით დადასტურდა ,რომ ნარკოტიკული ნივთიერების პაკეტზე, რომლის ქონასაც გამოძიება ნიკა კაციას ედავება, მისი თითის ანაბეჭდი არ აღმოჩნდა. ექსპერტებმა დასკვნაში დაწერეს, რომ პირს, რომელსაც საქმე შეუკერეს და ციხეში სამუდამო პატიმრობთ უშვებენ, ნარკოტიკების ფლობას ედავებიან, ამ ნივთიერებებასთან შეხებაც კი არ ჰქონია. 

ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გამოძიებისთვის საქმეში ოქროს გასაღებია, დღეს გახდა ცნობილი. ამავე დასკვნის მიხედვით, ნიკა კაციას ორგანიზმიდან აღებული თმის ნიმუშით დადგინდა, რომ  ნიკა კაცია ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი არ იყო.

სამხარაულის ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნა საწლმწიფო ბრალმდებლისთვის დღეს იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ პროკურორმა 3 ფურცლის შესწავლისთვის პროცესის გადადება 7 მარტამდე მოითხოვა.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.