სახელმწიფო სისტემა ოლიგარქისა და მისი გარემოცვის სამსახურში - როგორ ფართოვდება ივანიშვილის დეიდაშვილის მამულები

სანქცირებული ოლიგარქის დეიდაშვილი ახალ მდიდრულ რეზიდენციას ამჯერად კაკლების სატყეო უბანში აიშენებს. მიწის ნაკვეთი, საერთო ჯამში, 8,655 კვადრატული მეტრია და უჩა მამაცაშვილის ცოლის, ლელა მამაცაშვილის საკუთრებაშია. ტერიტორია, სადაც მდიდრული რეზიდენცია უნდა აშენდეს, 10 მიწის ნაკვეთს აერთიანებს. ტერიტორიის ნაწილი მამაცაშვილის ძმამ მერიისგან შეღავათიან ფასად იყიდა და შემდეგ მის ძმას გადაუფორმა.
Forbes-ის გამოძიებით დგინდება, რომ იმ პერიოდში, როცა უჩა მამაცაშვილის ძმამ თბილისის მერიისგან ჯამში 1014 კვატრატული მეტრის ტერიტორია იყიდა, მიწის საშუალო საბაზრო ღირებულება 120 დან 150 დოლარამდე მერყეობდა, რაც, დაახლოებით, 375 ლარია. ბიძინ ივანიშვილის დეიდაშივლს კი მერიამ ეს ტერიტორია მამაცაშვილს 148 ლარად მისცა.
ტერიტორია, რომელზეც ივანიშვილის დეიდაშვილი მდიდრულ რეზიდენციას იშენებს, 10 სხვადასხვა მიწის ნაკვეთისგან შედგება. თითოეულ მიწას განსხვავებული დანიშნულება ჰქონდა. ახლა მამაცაშვილების ოჯახისთვის პრიორიტეტი მიწების ერთ ნაკვეთად გაერთიანება იყო. ასეც მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიწის წინა მფლობელებს მიწის დანიშნულების ცვლილების უფლებას არ აძლევდნენ, 2023 წელს მამაცაშვილის ცოლისთვის ნაკვეთის დანიშნულება შეიცვალა.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.