პოზიტიური დისკუსიები მქონდა ზელენსკისთან, ომში მყოფი ერის მამაც ლიდერთან - უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი

21.02.25 19:24
პოზიტიური დისკუსიები მქონდა ზელენსკისთან, ომში მყოფი ერის მამაც ლიდერთან - უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი

რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდა. 

როგორც კელოგი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ პოზიტიური დისკუსიები ჰქონდა "ომში მყოფი ერის მებრძოლ და მამაც ლიდერთან", ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

„გრძელი და ინტენსიური დღე [მქონდა] უკრაინის ხელმძღვანელობასთან. ვრცელი და პოზიტიური დისკუსიები [მქონდა] ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ომში მყოფი ერის მებრძოლ და მამაც ლიდერთან და მის ნიჭიერ ეროვნული უშიშროების გუნდთან," - წერს კელოგი.

მანამდე შეხვედრაზე ინფორმაცია თავად ზელენსკიმაც გაავრცელა.