თავისუფლება პოლიპატიმრებს! - თბილისის ქუჩებში ტრადიციული პარასკევის მარშების სერია დაიწყო

21.02.25 20:40
თავისუფლება პოლიპატიმრებს! -  თბილისის ქუჩებში ტრადიციული პარასკევის მარშების სერია დაიწყო

თავისუფლება პოლიტპატიმრებს! - ამ მოწოდებით თბილისის ქუჩებში ტრადიციული პარასკევის მარშების სერია დაიწყო. საქართველოს მოქალაქეები იმ ადამიანებს უცხადებენ სოლიდარობას, ვისაც ოლიგარქმა სამშობლოს მომავლის დაცვა არ აპატია, მიზანში ამოიღო და სამაგალითოდ სჯის. საპროტესტო მარშების ბოლო გაჩერება ტრადიციულად რუსთაველის გამზირია.

მანამდე კი მოქალაქეები საზოგადოებრივ მაუწყებელთან საქართველოს დროშებით შეიკრიბნენ და სოლიდარობა მედროშე თემურ ქათამაძეს გამოუცხადეს. სინდისის პატიმარს მისმა მეგობარმა მიმართა და უთხრა, რომ ის ქვეყანას ჯანმრთელი და შრომისუნარიანი სჭირდება. 

ვიცნობ ბატონ თემურს, ის არის ჩემი უფროსი მეგობარი, არაჩვეულებრივი ადამიანი და თემურ, აუცილებლად გვჭირდება შენი თავი ჯანმრთელი, იმიტომ, რომ შენ რასაც აკეთებ, წერ თურქულენოვან წერილებს თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის, აცნობ საქართველოს ნამდვილ ისტორიას, აცნობ ჰერეტს, ფერეიდანს, ბევრ რამეს, რაც არის თურქეთის ქართველობამ და ძალიან გვჭირდება რომ იყო ჯანმრთელი, შრომისუნარიანი და მალე წერილები კი არა, წიგნებიც უნდა წერო. ძალიან მიყვარხარ და ძალიან გაფასებ, - ამბობს გიორგი კრავეიშვილი. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.  

მსგავსი სიახლეები