პროტესტის 86-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
პროტესტის 86-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
პარლამენტთან შეკრებილებს აქციის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მსვლელობით მოვიდნენ.
მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უკვე 86-ე დღეა პროტესტის ნიშნად ყოველდღიურად იკრიბებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.