მარიამ მეყანწიშვილის დაკავება (ვიდეო)

21.02.25 23:58
მარიამ მეყანწიშვილის დაკავება (ვიდეო)

 

 

უწყვეტი პროტესტის 86-ე დღეს რუსთაველის გამზირზე პოლიციამ ძალის გამოყენებით აქტივისტი, მარიამ მეყანწიშვილი დააკავა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ძალადობს გომელაურის უწყების თანამშრომლები მარიამზე და ძალის გამოყენებით ტენის მანქანაში. პოლიციელები აგრესიულობით გამოირჩევიან სხვა ქალების მიმართაც.

მას სავარაუდოდ, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

რამდენიმე წუთის წინ გაირკვა, რომ მეყანწიშვილი გაათავისუფლეს.