ბაჩო ქაჯაია 5 000 ლარით ხელმეორედ დააჯარიმეს

22.02.25 09:56
ბაჩო ქაჯაია 5 000 ლარით ხელმეორედ დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მსახიობი ბაჩო ქაჯაია 5 000 ლარით ხელმეორედ დააჯარიმეს - რეჟიმი ტელეწამყვანს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.

ცნობისთვის, ბაჩო ქაჯაია, ამავე ბრალდებით, სანქცირებულმა მოსამართლე ნინო ენუქიძემ 5 000 ლარით 18 თებერვალს უკვე დააჯარიმა.