ცრუ მოწმე პოლიციელები პროცესზე - შს სამინისტროს წარმომადგენელი სასამართლო სხდომის დაწყებამდე ტექსტ იზეპირებდა

22.02.25 10:10
ცრუ მოწმე პოლიციელები პროცესზე - შს სამინისტროს წარმომადგენელი სასამართლო სხდომის დაწყებამდე ტექსტ იზეპირებდა

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, გელა ხასაია ირწმუნება, რომ მისი საქმის ცრუ მოწმე პოლიციელი იმ დროს გამოიჭირა, როდესაც სხვებისგან წინასწარ ნაკარნახებ ტექსტებს იზეპირებდა. 

ხასაია, რომელიც გუშინ ჯამში 14 500 ლარით დააჯარიმეს, სოციალურ ქსელში ვიდეომასალას აქვეყნებს. კადრები სასამართლო პროცესის დაწყებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანშია გადაღებული. სწორედ ამ მასალიდან ხასაიას რჩება განცდა, რომ გამოგონილ საქმეზე რეჟიმმა პოლიციელი საგანგებოდ შეარჩია, რათა პროცესზე ის ეთქვა, რაც დაავალეს.

ეს ჩვენთვის პირველი არ არის. ჩვენ ყოველთვის ვხედავთ ჩვენსა თუ ჩვენი მეგობრების პროცესებზე პოლიციელების მსგავს საქციელს, უბრალოდ დღეს მოვახერხეთ, რომ ეს ყველაფერი მობილურით გადაგვეღო და მეტი ადამიანისთვის გვეჩვენებინა. სამწუხაროდ, ეს არის პოლიციის სახე, რომელიც ხელისუფლებამ ამ დონეზე მიიყვანა.

სამწუხაროდ, ვერც იზეპირებენ, რადგან ეს პოლიციელი რომ შემოვიდა, ისე დაიბნა და ისეთი რაღაცები ილაპარაკა, რომ ცალკე მოსამართლე ეხმარებოდა, ცალკე შსს-ს წარმომადგენელი, რომ ჩვენთვის სასარგებლო არ ეთქვა რაიმე. ვერს სამართალში ერკვევიან და ასევე ტექსტის დაზეპირებაშიც დიდი გარღვევა აქვთ. ნორმალური სასამართლოს პირობებში მოუწევთ, პასუხი აგონ იმაზე, რომ არღვევენ კანონს და არიან ცრუ მოწმე პოლიციელები". - განაცხადა გელა ხასაიამ.