მკვლელობა ორთაჭალაში - 19 წლის ბიჭს თავის არეში ბლაგვი საგნით აქვს დაზიანებები მიყენებული

22.02.25 11:14
მკვლელობა ორთაჭალაში - 19 წლის ბიჭს თავის არეში ბლაგვი საგნით აქვს დაზიანებები მიყენებული

მკვლელობა თბილისში - "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ 19 წლის თაზო მთივლიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 34 წლის გიორგი პაპაშვილია, რომელიც ქვეყნიდან არის გაქცეული და მას ახლა პოლიცია საზღვრებს გარეთ ეძებს. 

"პირველების" ინფორმაციით, გიორგი პაპაშვილმა ქვეყნის დატოვება სწორედ იმ დროს შეძლო, როდესაც 3 დღის განმავლობაში გაუჩინარებულ ბიჭს ოჯახის წევრები ეძებდნენ. უმძიმესი დანაშაული ორთაჭალაში მოხდა. მოკლულ ახალგაზრდას სასტიკი დაზიანებების კვალი თავის არეში აღენიშნება. 

თაზო მთივლიშვილს ექსპერტიზა გუშინ, 22 თებერვალს ჩაუტარდა და "პირველების" ინფორმაციით, მოკლულს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. ახალგაზრდა კაცი სწორედ ცემაში დაიღუპა. 

"პირველებისთვის" ცნობილი ხდება ისიც, რომ მოკლული ბიჭი და ეჭვმიტანილი თანამშრომლები და მეგობრები იყვნენ და მათ შორის ურთიერთობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაიძაბა. კონფლიქტის გაღრმავება, სავარაუდოდ, ფულის გამოძალვასთან არის დაკავშირებული. თაზო მთივლიშვილი მის დაბადების დღეზე, 17 თებერვალს გაუჩინარდა, ხოლო დაღუპული ეჭვმიტანილის სახლში იპოვეს. 

ირკვევა, რომ გიორგი პაპაშვილის სახლში კიდევ სამი პირი იმყოფებოდა, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით დააკავეს და ახლა ბრალის წარდგენის მოლოდინში არიან. 

რაც შეეხება იმას, თუ ვინ აღმოაჩინა მოკლული ბიჭის ცხედარი, ორი ვერსია არსებობს. ერთი ვერსიის თანახმად, 112-ში თავად ეჭვმიტანილის დედამ დარეკა, ხოლო მეორე ვერსიის მიხედვით, პოლიციაში ზარი მეზობლების მხრიდან შევიდა, რომელთაც დღეების განმავლობაში ეჭვმიტანილის სახლიდან უსიამოვნო სუნი სცემდათ. 

მსგავსი სიახლეები