მარიამ მეყანწიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს - აქტივისტი "პირველებთან" დაკავების პროცესს იხსენებს

22.02.25 11:25
მარიამ მეყანწიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს - აქტივისტი "პირველებთან" დაკავების პროცესს იხსენებს

სამოქალაქო აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი, რომელიც გუშინ საპროტესტო აქციაზე ძალის გამოყენებით დააკავეს და შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლებს, "პირველებთან" დაკავების დეტალებს იხსენებს.

მარიამ მეყანწიშვილის ამბობს, რომ როდესაც საპატრულო ეკიპაჟი მიუახლოვდა, მათ ბრძანებას დაემორჩილა, გზის სავალი ნაწილი დატოვა და ტროტუარზე გადავიდა, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მაინც ძალის გამოყენებით დააპატიმრეს. 

სამოქალაქო აქტივისტმა გათავისუფლებს შემდეგ გაიგო, რომ გომელაურის უწყებამ 5 000 ლარით დააჯარიმა. მასაც, როგორც სხვა ყველა დაჯარიმებულ მოქალაქეს, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.

ვიყავი ძალიან ანერვიულებული, როგორც ამიხსნა მერე საპატრულო ეკიპაჟმა, თურმე მომიწოდეს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ. მე მანქანიდან ეს მოწოდებები ვერ გავიგე, თუმცა როდესაც საპატრულო ეკიპაჟი მომიახლოვდა, მათთან ერთად დავტოვე გზის სავალი ნაწილი და გადავედი ტროტუარზე. უბრალოდ, იქ ვთხოვდი ახსნა-განმარტებას, თუ რომელ სამართალში, ან რომელ კანონში ჯდებოდა, მოძალადეების გასამართლება და ასევე ჩვენი აქტივისტების, რომლებსაც გვაჯარიმებდნენ ადმინისტრაციული წესით 5 000 ლარით გზის გადაკეტვაზე, იმ გზის გადაკეტვაზე, რომელიც წინასწარ იკეტებოდა პოლიციის დახმარებით. იქამდე, სანამ უშუალოდ ტელეფონს დამიბრუნებდნენ, კიდევ ერთი საჩუქარი გამიკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და დამახვედრეს 5 000 ლარიანი ჯარიმა, ღამის 2 საათი იყო თუ არ ვცდები, 17 თებერვლის გზის გადაკეტვის საქმეზე", - ამბობს მარიამ მეყანწიშვილი.