დაჯარიმება გზის გადაკეტვის გამო - მოქალაქეები "ოცნებას" ფინანსურ ტერორში ადანაშაულებენ
ევროპული მომავლის მცველებზე ნადირობა გრძელდება - ვახო გომელაურის უწყება, ფაქტობრივად, ყველას აჯარიმებს და გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.
ამავე ბრალდებით ნუცა თოფურიასაც დააკისრეს ფინანსური სანქცია. მომღერალი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და თვლის, რომ მისთვის საჯარიმო ოქმის გამოწერა იმის მანიშნებელია, რომ ივანიშვილის გუნდი "ხალხს ვეღარ ერევა და სწორედ ფინანსური ტერორით ცდილობს მათ გაჩერებას".
2 ეკიპაჟი მომყვებოდა პატრულის და მართლა ვერ წარმოვიდგენდი მე თუ მომყვებოდნენ. მართლა მეგონა, რომ ტელეფონზე მაჯარიმებდნენ, მაგრამ ბოლომდე შემომყვნენ თეატრში და რომ მითხრეს 2 წუთი დაგველოდა და ახლავე გეტყვით, რატომ გაგაჩერეთო. მერე ცოტა ხანი დაიკარგნენ ბიჭები და საბოლოო ჯამში ეს ჯარიმა დამაკისრეს. ამ კანონის გამკაცრება არის იმის გამო, რომ ეს ადამიანები ამ ხალხს ვერ ერევიან მე ასე ვფიქრობ. ფინანსური ტერორი და მგონია, რომ რაღაცნაირად სიამოვნებით უყურებენ იმას, რომ ეს ხალხი ვინც გამოდის, მერე მათ უხდის ფულს", - ამბობს ნუცა თოფურია.
გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით დააჯარიმებს პროევროპული აქციების მონაწილეც, რომელიც "პირველებთან" საუბრის დროს პირდაპირ ამბობს, რომ ფინანსური სანქციები მოქალაქეების დაშინებას ემსახურება.
მომივიდა 5 000-ლარიანი ჯარიმა, როგორც ნახევარ საქართველოს ამ დღეების გამავლობაში. მათი ქმედება არის მიმართული იმისკენ, რომ შეგვაშინონ, იმიტომ რომ შიშია ის, რის გამოც ისინი არსებობენ. რაც შეეხება შიშს, მინდა ვუთხრა ყველას, რომ ვინც ჩვენ, ყველას გვაჯარიმებს იქ მყოფებს, მოდით, მოდით ჩვენთან სახლში, მოიტანეთ ეს ჯარიმები, თუ დაგხვდებით გაგესაუბრებით ცოტა სიმამაცეზე, სამშობლოს სიყვარულზე, პატრიოტიზმზე, რაღაც ესეთ საკითხებზე შეგვიძლია დავილაპარაკოთ. ახლა შიში რამ მოატანა, შიშზე ლაპარაკი რა მოსატანია", - ამბობს მოქალაქე.