ჯარიმა თუ პატიმრობა - ანდრო სირაძე და ნიკოლოზ ჭკუასელი სასამართლოს მოლოდინში არიან

22.02.25 11:41
ჯარიმა თუ პატიმრობა - ანდრო სირაძე და ნიკოლოზ ჭკუასელი სასამართლოს მოლოდინში არიან

ჯარიმა თუ პატიმრობა - ანტირუსული საპროტესტო აქციის მონაწილეებზე თავდამსხმელი ორი კაცი სასამართლოს მოლოდინშია. ანდრო სირაძე და ნიკოლოზ ჭკუასელი სწორედ ის პირები არიან, რომლებიც ბეისბოლის ბიტებით და ხმლებით შეიარაღებულები 21 თებერვალს, მშვიდობიან დემონსტრანტებს მიუვარდნენ. 

თვითმხილველები კინო ამირანთან მომხდარ შემთხვევას იხსენებენ და აცხადებენ, რომ პროსახელისუფლებო მოძრაობა ანტიმაიდნის წევრები ევროპული მომავლის მცველების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. 

თუმცა, მიუხედავად ამისა, მათივე განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა თავდამსხმელები ადგილიდან განარიდა, ხოლო ვახო გომელაურის უწყების თანამშრომლებმა მათ ხელბორკილები, მხოლოდ და მხოლოდ, სახალხო მღელვარების შემდეგ დაადეს. 

ჩვეულებრივად მარშით წამოვედით პირველი არხიდან. მიჩვეული ვართ, ერთ დღეს სანაპიროთი რომ გავყევით, სამი-ოთხი ტიტუშკა დაგხვდნენ. მაგას მიჩვეული ვართ. მეც ახლა მოშორებით ვიყავი ჩოჩქოლი რომ ატყდა. შემდეგ მივუახლოვდი. სმარტში ისხდნენ, ორ ადგილიან მანქანაში. როგორ ჩაეტივნენ იმ მანქანაში, არ ვიცი. იყვნენ აგრესიულები. მაგათ მგონი მართლა სჯერათ, რომ აქეთ მშიშრები, ქათმები არიან. არადა, მარტო გოგონებმა ჩატენეს მანქანაში უკან. პატრულის გამო ვწუხვარ. იმედია, ოდესმე ღირსეულ პროფესიას დაუბრუნდებიან". - განაცხადა ონისე ცხადაძემ.