უამინდობის გამო, საქართველოს რკინიგზამ გარკვეული რეისები გააუქმა
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გურიაში დიდი თოვლის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება.
მათი ინფორმაციით, მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.
ვერ შესრულდება შემდეგი რეისები:
- 22 თებერვალი - ოზურგეთი-თბილისი
- 22 თებერვალი - ბათუმი-ოზურგეთი
- 22 თებერვალი - რიონი-ქუთაისი-რიონი
- 23 თებერვალი - თბილისი ოზურგეთი
- 23 თებერვალი - ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი
- 23 თებერვალი- რიონი-ქუთაისი-რიონი