სახაზინო ტერორი აქტივისტების წინააღმდეგ - მოქალაქეები სამართლებრივ ბრძოლას აანონსებენ

22.02.25 13:45
სახაზინო ტერორი აქტივისტების წინააღმდეგ - მოქალაქეები სამართლებრივ ბრძოლას აანონსებენ

სახაზინო ტერორის მიუხედავად, ევროპული მომავლის მცველები გაჩერებას არ აპირებენ - მოქალაქეები, რომლებსაც რეჟიმი ფინანსურ სანქციებს აკისრებს, სამართლებრივ ბრძოლას აანონსებენ. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი, სანდრო ბარამიძე გეგმავს, რომ  ყველა რესურსი გამოიყენოს იმისთვის, რომ გამოწერილი ჯარიმა ჯერ საქართველოში გაასაჩივროს, შემდეგ კი ევროპულ სასამართლოს მიმართოს. 

გასაჩივრებით, რა საკვირველის გავასაჩივრებ. ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, ასე მარტივად არ შევარჩენ და რაც ადმინისტრაციულ რესურსის დახარჯვა მოუწევს ამას ყველაფერს დავახარჯვინებ, რა თქმა უნდა, გარდა ამისა, იმისათვის რომ წავიდე ევროპულ სასამართლოში და მე აუცილებლად წავალ ევროპულ სასამართლოში, ამისათვის ე.წ. სამართლებრივი დაცვის, შიდა სასამართლო, შიდა მექანიზმები უნდა ამოვწურო. ამ მიზნითაც საჭიროა, რომ მთელი ეს პროცესი, რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს, გავიარო. ეს არის აბსოლუტურად ბოლშევიკურ, ფაშისტური გარემო, რაც ამ უკანონო რეჟიმმა შექმნა ამ ქვეყანაში", - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე.

იმავეს გეგმავს აქტივისტი ნიკა ნარსია, რომელიც ვახო გომელაურის უწყებამ 9-ჯერ დააჯარიმა. მას იმედი აქვს, რომ თუ სამართალს ქვეყანაში ვერ იპოვის, გამამართლებელ განაჩენს სტრასბურგი გამოიტანს.

წარმოიდგინეთ, საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანს, როცა აჯარიმებთ 5-ჯერ მეტი ჯარიმით. ანუ 5 თვე უნდა იმუშაო ადამიანმა, რომ გადაიხადო ამათი ჯარიმა და თან იშიმშილო. ამ ჯარიმას გავასაჩივრებ სტრასბურგში. ჯერ ყველა ინსტანცია უნდა გავიარო და ყველას მოვუწოდებ, ყველა ინსტანცია გაიარონ. ჯერ უნდა გავასაჩივროთ პოლიციაში, თუ ქვითარი მოგვივიდა, შემდეგ სასამართლოში და 1-2 თვეს მოვიგებთ ამით. შემდეგ სტრასბურგი და სტრასბურგი, აუცილებლად გამოიტანს გამართლებულ განაჩენს, ყველა საქმეზე, რაც კი ახლა მიიღო ბიძინა ივანიშვილმა და ამ დასაქნცირებულმა მოსამართლეებმა", - ამბობს ნიკა ნარსია.