კინოცენტრის შურისძიება თავისუფალ ხელოვნებაზე - კულტურის სფერო რეპრესიებზე ალაპარაკდა
კინომატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრის მიერ ქართველ კინემატოგრაფ გოგა ქობალიისთვის სადებიუტო ფილმის დაბლოკვას ამავე სფეროს წარმომადგენლები თავისუფალ ხელოვანებზე შურისძიებად აფასებენ.
კულტურის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ეს არის რეპრესიები ავტორის წინააღმდეგ, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მოვლენებში.
ოკუპირებული კინოცენტრი იმ ავტორებს, რომლებმაც დაფინანსება მოიპოვებს კინო ცენტრის ოკუპაციამდე, ანუ სანამ იქ ციხის ყარაულებს ჩათესავდნენ, არ აძლევს კუთვნილ თანხებს. გამარჯვებულებმა რომ მოიპოვეს იმ თანხებს არ აძლევს. შერჩევის კრიტერიუმი არის ის, რომ აპროტესტებ თუ არა ამას. მიზეზი, ჩემი აზრით, არის ის, რაც ძალიან ნათელია. ბერლილანიზე, მანამდე კანის კინო ფესტივალზე, მანამდე შარშან კინოცენტრმა შექმნა უშველებელი დელეგაციები, რომლებიც დააკომპლექტა პარტიული ნიშნით. თანხები, რომლებითაც ფინანსდებიან ეს ადამიანები, არის ზუსტად ის თანხები, რითაც უნდა დაფინანსებულიყო მაგალითად გოგა ქობალიას პროექტი და არაერთი სხვა პროექტი", - ამბობს ხელოვანი.
კულტურის სფეროში დასაქმებული ადამიანების თქმით, კინოცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დევნას ემსახურება.
გოგო ქობალიას ეს კონკრეტული შემთხვევა არის პრეცედენტი, როგორ ექცევა უფუნქციოდ დარჩენილი კინოცენტრი ავტორებს და ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. შეიძლება გოგას გააუქმეს ეს ფილმი, რაც ძალიან პრობლემატურია. ეს გაუქმება ნიშნავს სწორედ იმას, რომ ეს ინსტიტუცია, რომელიც ემსახურებოდა ძალიან მნიშვნელოვანი სფეროს განვითარებას და დახმარებას, უბრალოდ ვეღარ ფუნქციონირებს, აღარ ფუნქციონირებს. გოგას ფილმი ერთ-ერთი მაგალითია, თორემ ძალიან ბევრ პროექტს ექმნება საფრთხე. განსაკუთრებით, მათ პროექტებს, ვინც ორი წლის განმავლობაში რაღაცნაირად იბრძვის იმისთვის, რომ დაიბრუნეს კინოცენტრი, როგორც მნიშვნელოვანი სივრცე კინოსთვის", - ამბობს კულტურის სფეროში დასაქმებული მოქალაქე.
ცნობისთვის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრმა გოგა ქობალიას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტი "დროებითი ჭერი" გააუქმა. კინოცენტრმა მიზეზად პროექტის კალენდარული გეგმის დარღვევა და პროექტის ჩაბარების ვადის ამოწურვა დაასახელა. რეალურად კი ორგანიზაციამ თავადვე შექმნა დაბრკოლებები, რათა პროექტი არ შემდგარიყო და ავტორს ფილმის გადაღების საშუალება არ მისცა.