ეკა კიკნაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს

22.02.25 15:40
ეკა კიკნაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს

ვახო გომელაურის უწყებამ ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე 5 000 ლარით დააჯარიმა. რეჟიმი კულტურის სფეროს წარმომადგენელს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.

ეკა კიკნაძე თავს სრულიად უდანაშაულოდ თვლის, რადგან მისივე განმარტებით, მაშინ როდესაც პარლამენტთან მივიდა, რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილი იყო. 

მე მედავებიან გზის უკანონო გადაკეტვას. იმ დღეს, როცა მე მივედი ,რუსთველი უკვე გადაკეტილი იყო. თუმცა ამას მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. საპატრულო პოლიცია, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის წარმატებული რეფორმირების ერთ-ერთი სიმბოლო, რუსული რეჟიმის ხელში გადაქცეული არის მოქალაქეების ტერორის ინსტრუმენტად. ერთი მხრივ ძალიან სამწუხარო სანახავია, როგორ ინგრევა და ნადგურდება დემოკრატიის ყველა ფუნდამენტური პრინციპი. მაგრამ მეორე მხრივ, ეს ასევე არის უდიდესი სტიმული იმისთვის, რომ ჩვენი ბრძოლა გახდეს კიდევ უფრო პრინციპული", - ამბობს ეკა კიკნაძე.