მკვლელობა ვარშავის ცენტრში - სამი ქართველი დაჭრეს, ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა
მკვლელობა ვარშავის ცენტრში - პოლონური მედიის ცნობით, სისხლიანი დაპირისპირების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს.
ირკვევა, რომ საქართველოს 31 წლის მოქალაქეს სასიკვდილო ჭრილობა კონსტიტუციის მოედანზე მკერდის არეში დანით მიაყენეს, ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა რეანიმაციაში გარდაიცვალა.
პოლონური მედიის ცნობით, დაპირისპირების შედეგად, საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე დაშავდა.
გამოცემის ცნობით, ერთ ადამიანს ტყვია გულ-მკერდის არეში მოხვდა, მეორეს ბარძაყში, მესამეს კი მენჯის არეში.
Polsat News წერს, რომ დაპირისპირებაში 8 ადამიანი მონაწილეობდა. ფაქტზე პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.