"ისტორია გმირების ზურგით არის შექმნილი, 7 წლის წინ რუსმა ოკუპანტებმა სასტიკად მოკლეს არჩილ ტატუნაშვილი" - პრეზიდენტი
"ისტორია გმირების ზურგით არის შექმნილი" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რიტაც რუსების მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო მტკიცედ დაიცავს თავისუფლებას.
"ისტორია გმირების ზურგით არის შექმნილი. 7 წლის წინ, ოკუპირებულ ცხინვალში რუსმა ოკუპანტებმა სასტიკად მოკლეს არჩილ ტატუნაშვილი. მისი ნაწამები სხეული 26 დღის შემდეგ დააბრუნეს - რუსეთის ნამდვილი სახე. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თავისუფლების სადარაჯოზე, არჩილისთვის, საქართველოსთვის. არასოდეს დავივიწყებთ"
ჩვენ მტკიცედ ვუდგავართ თავისუფლებას, არჩილისთვის, საქართველოს. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ", წერს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 35 წლის ასაკში რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი წამებით მოკლეს.
ცხინვალი თითქმის ერთი თვის განმავლობაში ამბობდა უარს, ქართული მხარისა და ოჯახისთვის გადმოეცათ ტატუნასვილის ცხედარი. საბოლოოდ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. ხოლო თბილისში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და ამოცლილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები.
არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.