"ოცნება კლავს" - ბათუმში მდუმარე საპროტესტო მარში იმართება
ამ წუთებში, ბათუმში მდუმარე საპროტესტო მარში იმართება. დღევანდელი პროტესტი ოცნების ქალაქში ტრაგიკულად დაღუპული მოზარდების ხსოვნას ეძღვნება. მოქალაქეები ცენტრალი პარკის კოლონიიდან დაიძრნენ და აჭარის არალეგიტიმური მთავრობის შენობასთან შეჩერდებიან.
"უმოქმედობა ასამარებს ოცნებას", "ოცნება კლავს" -ამ შინაარსის ტრანსპარანტებით არიან მოქალაქეები ადგილზე მისული.
აქციის მონაწილეები, სოლიდარობას უცხადებენ ოცნების ქალაქის მცხოვრებლებს და ოლიგარქის ხელისუფლებისგან კითხვებზე პასუხის გაცემას მოითხოვენ.
ჩვენ ამ პროტესტით ვეხმაურებით, "ქართული ოცნების" დუმილს, რომელსაც თვითონ ტრაგედიას ეძახიან, მაგრამ საქმე გვაქვს დანაშაულის გამოც მომხდარ შემზარავ ამბავთან. ამ ერთი კვირის თავზე არცერთ კითხვას, რომელსაც საზოგადოებსა სვამდა არ გაეცა პასუხი მათი მხრიდან, რატომ არ იყო შემოვლებული დამცავი ღობე ტერიტორიაზე, რატომ არ მოხდა ისე, რომ აგვერიდებინა თავი მორიგი მსხვერპლისთვის. ყველა შემზარავი ქმედება რჩება პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე. მიუხედავად ამისა, მთელმა ქვეყანამ მიიტანა ეს ამბავი გულთან, მაგრამ სახელმწიფომ არ გამოაცხადა გლოვა და ეს მემგგონი ყველაზე მკაფიო პასუხი იყო, რაც "ქართულმა ოცნებამ" გასცა", - ამბობს მსვლელობის მონაწილე.
შეგახსენებთ, 15 თებერვალს ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ორი არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. 5 და 7 წლის ბავშვებს 4 საათის განმავლობაში ეძებდნენ, ისინი სწორედ თხრილში იპოვეს