"ჩვენს ქვეყანაში დიქტატურაა დამყარებული" - აქცია გორში

22.02.25 17:52
"ჩვენს ქვეყანაში დიქტატურაა დამყარებული" - აქცია გორში

უწყვეტი პროტესტი გრძელდება - ამ წუთებში გორში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, საკრებულოს შენობასთან მოქალაქეები იკრიბებიან.

დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია, ისინი ახალ არჩევნებს და პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

ჩვენს ქვეყანაში დიქტატურაა დამყარებული. ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი ებრძვის დღეს ყველას, ვინც მათ მხარეს არ არის. ვხედავთ, როგორ სასტიკად უსწორდებიან. ზოგს სცემენ, ზოგს იჭერენ, ზოგს აჯარიმებენ. ამიტომ ჩვენც ვაპროტესტებთ რუსული რეჟიმის მმართველობას ჩვენს ქვეყანაში", - ამბობს აქციის მონაწილე.