საჯარო რეესტრიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა რეჟიმის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო

22.02.25 18:09
საჯარო რეესტრიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა რეჟიმის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო

საჯარო რეესტრიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა რეჟიმის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო. ელზა გელაძე ამტკიცებს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

გელაძე "პირველებთან" ამბობს, რომ სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა და ახლა მოვლენათა განვითარებას ელოდება. 

ეს ყველაფერი ემსახურება ადამიანების დაშინებას, რომ როგორმე პროტესტი ჩაახშონ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი უკურეაქციას გამოიწვევს და დაშინების ნაცვლად, მეტ გამბედაობას მისცემს ადამიანებს. რაც შეეხება ჩემს საქმეს, სამართლებრივი დავა დავიწყე, საქმე უკვე სასამართლოშია, წარდგენილია ჩემი სარჩელი და ველოდები განვითარებას. თუმცა რომ გითხრათ, რაიმე მოლოდინები მაქვს, ნამდვილად არა. ყველასთვის არის ცნობილი, რომ სასამართლო მათ დაქვემდებარებაშია". - განაცხადა ელზა გელაძემ.