პროტესტის 87-ე დღე - რა ხდება რუსთაველის გამზირზე
პროტესტის 87-ე დღე - უამინდობის მიუხედავად, მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი მაინც გადაკეტეს. დღეს სინდიდის პატიმრის, ონისე ცხადაძის დღეა.
მისი ოჯახი, მეგობრები, ახლობლები ამ წუთებში დედაქალაქის მთავარ გამზირზე არიან და ყველა რეჟიმის ტყვის გათავსიუფლებას ითხოვენ.
ონისე მხნედ უნდა იყო. ამდენი გულანთებული ხალხი შენს გევრდით არის. მთელი ოჯახი, ყველა ახლობელი შენს გევრიდთ არის. უნდა ვიშრომოთ, რომ თავისუფალი იყო შენ, გამოადგე სამშობლოს, საქართველოს, ისე როგოროც სჭირდები",- ამბობს ონისე ცხადაძის დედა.
პროტესტის 87-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.