22 წლის ბიჭის მკვლელობა თბილისში - ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდეს

22.02.25 22:20
22 წლის ბიჭის მკვლელობა თბილისში - ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდეს

22 წლის თამაზ მთივლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 5 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მახარობლიძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

ცნობილია, რომ 22 წლის ბიჭის საქმეზე დაკავებულებს: ლუკა გვენეტაძეს, ვერიკო კაპანაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილს, ასევე ბაირამ ალი გუსეინოვს, მათ გაქცევა მოასწრეს. 

საქმის მასალების მიხედვით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული თამაზ მთივლიშვილი თავის დაბადების დღეს ზემოთ აღნიშნულ პირებთან ერთად აღნიშნავდა, შემდეგ კი მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილთან სახლში ავიდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა, რაც მკვლელობით დასრულდა. 

საქმის პროკურორის თქმით, გიორგი პაპაშვილმა მთივლიშვილს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დანაშაულის ჩადენის ერთ-ერთი იარაღი, სამზარეულოს ნივთია. 

დაცვის მხარე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

მსგავსი სიახლეები