გერმანიაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

23.02.25 10:35
გერმანიაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მმართველ „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ სამი ძირითადი კონკურენტი ჰყავს: ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და "მწვანეები".

ბუნდესტაგმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას 16 დეკემბერს უნდობლობა გამოუცხადა, რის შემდეგაც გერმანიის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა. გერმანიის მთავრობაში კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 6 ნოემბერს კანცლერმა გადაწყვიტა, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა ფინანსთა მინისტრი, რის შემდეგაც მმართველი კოალიცია, დაიშალა.