"სამზარეულოს დაფა ჩაარტყა, იატაკზე თავი არტყმევინა" - დეტალები გახმაურებული მკვლელობის საქმიდან
ორთაჭალაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა მთივლიშვილს სასიკვდილო ჭრილობები სამზარეულოს საჭრელი ხის დაფით მიაყენა. მან მთივლიშვილს დაფა თავში ჩაარტყა, რამაც ტვინის შეშუპება გამოიწვია.
ცნობილია, რომ მომხდარს 4 ახალგაზრდა უყურებდა, მათ შორის ერთი გოგონა. ისინი დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდნენ. როგორც პროკურორმა პროცესზე თქვა, შეუტყობინელობაში მხილებულემა ოთხმა ახალგაზრდამ გიორგი პაპაშვილს ხელი შეუწყო, რომ დანაშაულის ადგილი დაეტოვებინა. მათ პაპაშვილის ბინაში ჯერ კიდევ ცოცხალი თაზო მთივლიშვილი ჩაკეტეს და გაიქცნენ.
ამის შემდეგ ყველა მათგანი სოფელ კოდაში მიდიან, სადაც მტკიცებულებებს ტოვებენ, სესხულობენ გაკრვეულ თანხას და გიორგი პაპაშვილს და კიდევ ერთ პირს, ბაირამოვს, ეხმარებიან, რომ მათ საქართველო დატოვონ - მიაცილებენ სარფის საზღვრამდე და უკან ბრუნდებიან.
2025 წლის 18 თებერვალს შუადღის საათებში ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თამაზ მთივლიშვილს სხეულის სხვადასხვა არეში, ძირითადად, ეს იყო თავის და კისრის მიდამოში გამეტებით დაუწყო ფიზიკური ძალადობის მიყენება. სამივე ბრალდებული, რომელიც ახლა ბრალდებულის სკამზე ზის, ამ ყველაფერს უყურებდა და კიდევ მეოთხე, რომელმაც დროებით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. აქ მარტო ხელი არ იყო ნარტყამი, ბატონო მოსამართლე, ეს იყო სამზარეულოს ხის დაფა, რომელიც იმ დოზით ჩაარტყა ბრალდებულმა გარდაცვლილს, რომ გატეხა შუაზე და ჩვენ ეს ამოვიღეთ უკვე ნამსხვრევები აღნიშნული დაფის. სისტემატიურად ხდებოდა, მოასულიერებდნენ, ისევ აგრძელებდა ფიზიკური დარტყმების განხორციელებას და უკვე იატაკზე რამდენჯერმე თავი დაატყმევინა თამაზ მთივლიშვილს, რის შემდეგაც ასევე ფეხი ჩაარტყა თავის არეში. შედეგად, სამწუხაროდ, თამაზ მთივლიშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა და როგორც მსჯავრდებულ ეკა ჭავლიშვილის ოქმშია ასახული, დაზიანებული აქვს თავის მთელი მიდამო, - თქვა პროცესზე პროკურორმა.
რაც შეეხება საზარელი დანაშაულის მოტივს, გუშინდელ პროცესზე პროკურორს არ უსაუბრია. თქვა, რომ მიმდინარეობს გამოძიება, მტკიცებულებების მოპოვება, მოწმეთა გამოკითხვა და ჯერჯერობით დეტალებს ვერ გაასაჯაროებდა.
"პირველებმა" ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენება მოიპოვა, დგინდება, რომ დანაშაულის მოტივი გიორგი პაპაშვილსა და თაზო მთივლიშვილს შორის უთანხმოება გახდა. თაზო მთივლიშვილმა, რომელიც პაპაშვილთან ერთად საშაურმეში იყო დასაქმებული, პაპაშვილი ხელმძღვანელთან თანხის მოპარვაში ამხილა.
შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულები ამტკიცებენ, რომ დანაშაულის შესახებ პოლიციისთვის შეტყობინება ვერ მოახერხეს გამომდინარე იქიდან, რომ პაპაშვილის მხრიდან თავადაც ზეწოლის მსხვერპლნი იყვნენ. მათი თქმით, პაპაშვილმა მათ თავისუფლება უკანონოდ დაღუკვეთა და აიძულებდა, რომ ისინიც მასთან ერთად გადაადგილებულიყვნენ.
არ არის გამორიცხული, დაკავებულ პირებს ბრალი გადაუკვალიფიცრდეთ და შეუტყობინებლობის ნაცვლად ბრალი თანამონაწილეობისთვის წარედგინოთ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში სასტიკი მკვლელობა 17 თებერვალს მოხდა. თამაზ მთივლიშვილს 16 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა. მან თანამშრომმლები საშაურმეში დაპატიჟა, ხოლო მეორე დღეს ისინი დაბადების დღის აღნიშვნის გასაგრძელებლად გიორგი პაპაშვილის ბინაში შიკრიბნენ. სწორედ აქ მოხდა ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მთივლიშვილსა და პაპაშვილს შორის, რაც ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.