დიდთოვლობის და უამინდობის გამო საქართველოს რკინიგზამ რამდენიმე რეისი გააუქმა

23.02.25 14:22
დიდთოვლობის და უამინდობის გამო საქართველოს რკინიგზამ რამდენიმე რეისი გააუქმა

დიდთოვლობის და უამინდობის გამო საქართველოს რკინიგზამ რამდენიმე რეისი გააუქმა. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ხვალ რკინიგზა ვერ მოემსახურება მგზავრებს, რომლებიც ოზურგეთიდან - თბილისში მოდიან. ვერ შესრულდება ვერც ბათუმი - ოზურგეთი და რიონი - ქუთაისის რეისები. 

ძვირფასო მგზავრებო!
გურიაში არსებული უამინდობის და   დიდი თოვლის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:
24 თებერვალი - ოზურგეთი-თბილისი
24 თებერვალი - ბათუმი-ოზურგეთი 
24 თებერვალი - რიონი-ქუთაისი-რიონი
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს. 
შესაბამისად, 24 თებერვალს  ოზურგეთი -თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის  ელექტრომატარებელიც.
საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ, - ნათქვამია ინფორმაციაში.